კბილის რესტავრაცია ეს არის მისი ანატომიური და ფუნქციური მთლიანობის აღდგენა თანამედროვე საბჟენი მასალების გამოყენებით.

გთავაზობთ ყველა სირთულის კარიესული, და დაშლილი კბილების აღდგენა-რესტავრაციას


კარიესის მკურნალობა გულისხმობს პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილების მოცილებას, კბილის ანატომიისა და ფუნქციის აღდგენას ბჟენის საშვალებით. ჩვენს კლინიკაში გამოიყენება ბოლო თაობის ნანოტექნოლოგიებით დამზადებული სხივურად გამყარებადი მასალები (ნანოკომპოზიტები), რომლებიც გამოირჩევა მაღალი ესთეტიკურობით და სიმტკიცით.


დამუშავებისას კბილი გამოიყოფა პირის ღრუდან, როგორც საოპერაციო ველი, პროცედურა ტარდება ბოლო თაობის საანესთეზიო მასალების გამოყენებით, რაც მთლიანად გამორიცხავს ტკივილს და ამცირებს გართულებების რისკს.


რესტავრირება ხდება მშრალ, სუფთა გარემოში, ტექნოლოგიების სრული დაცვით.

მაღალპროფესიონალურად შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით გაარჩიოთ საბჟენი მასალა კბილის ქსოვილისგან. მხატვრული რესტავრაცია იძლევა საშუალებას შევინარჩუნოთ კბილი ცოცხლად და არ დაგვჭირდეს კბილის ხელოვნური გვირგვინი.







Design by David Gviniashvili. © All Rights Reserved by CITYDENT Ltd. 2015


მ. კოსტავას ქ. 68. თბილისი, საქართველო

ტელ.: (+ 995 322) 99 77 45

info@citydent.ge